მეუფე გრიგოლი – დღეს ყველა ადამიანი ხარობს იესო ქრისტეს შობას, რადგან მასთან ერთად იბადება იმედი

ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა. შობის სადღესასწაულო წირვას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენა.

„ქრისტესშობის დღესასწაულს გილოცავთ, ეს არის დიდი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც გარდაემატება ყველანაირ ტკივილს და განსაცდელს, ამიტომ არის, რომ დღეს ყველა ადამიანი ხარობს იესო ქრისტეს შობას, რადგან მასთან ერთად იბადება იმედი და იმედის სიხარული ჩაისახება ადამიანის გულში, ღმერთმა დაგლოცოთ“,- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

საკათედრო ტაძარში შეკრებილ მორწმუნეები სოციალურ დისტანციას იცავდნებ. მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლი ტაძარში შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელ დღე მიულოცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები