საჩხერეში, ტირის თოფიდან გასროლის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თამაშის დროს შემთხვევით გაისროლა, რასაც 8 წლის გოგონას დაღუპვა მოჰყვა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.