იმერეთში ხანძრის რამდენიმე კერიდან ძირითად ადგილებზე ცეცხლის ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა, თუმცა სალიკციდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სოფელ ზარათში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვოდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები იწვის ხონშიც, სოფელ ძეძილეთში, სადაც დასახლებული პუნქტია, თუმცა როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე აცხადებს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე – მაშველითა პირადი შემადგენლობა.