ონში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩაქრობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფელ ონჭევის მიმდებარედ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სოფელი წოლას მიმდებარედ კი ჯერ კიდევ იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სამსახურების ვერტმფრენიც ჩაერთო. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველებიც. როგორც ონის მერიაში აცხადებენ ხანძარი კონტროლს სრულად ექვემდებარება.