ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას პაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა “ბაუში” ადასტურებენ, სადაც გარდაცვლილი მკურნალობდა.
“პაციენტი კლინიკაში 12 დეკემბერს შემოვიდა. უკვე გართულებულ მდგომარეობაში ფილტვის დაზიანების ინდექსი ჰქონდა 24-დან 20. ორმხრივი გართულებული პნევმონია. ჩატარებული ყველა სამედიცინო ღონოსძიების მიუხედავად პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,-განაცხადეს კლინიკა ,,ბაუში”
შეგახსენებთ, რომ ბათუმში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.