ონში მიუსაფარ ცხოველებს საკვები შეუგროვეს
საქართველოში ბოლო პერიოდში შესამჩნევად მოიმატა უპატრონო ძაღლების რაოდენობამ. ამ მხრივ არც რაჭა და მისი ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელი გლოლაა გამონაკლისი.
რამდენიმე ადგილობრივმა გადაწყვიტა, სოფელში უპატრონო ძაღლებისთვის საჭირო საკვების შეეგროვებინათ და სოციალური აქცია გამართეს.
აქციას ორგანიზება თამთა ჭიღლაძემ, ლელა ზაქარეიშვილმა და სოფო ხარებაშვილმა გაუწიეს.
მათი დახმარებით, სუსხიან ზამთარში, სიკვდილს ბედის ანაბარად მიტოვებული 5 ლეკვი და უამრავი ძაღლი გადაურჩა.
„ალბათ, ვიღაც ფიქრობს ამ მძიმე სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის დროს, რა დროს უპატრონო მაწანწალა ძაღლებიაო და თვლის, რომ მათი სიკვდილი ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგრამ არსებობენ
ადამიანები, რომლებიც თავიანთი სახსრებით ცდილობენ ამ მიტოვებული ცოცხალი არსებების გადარჩენას, ეს არის ყველაზე დიდი სიკეთე და მადლი“,- თქვა ლელა ზაქარეიშვილმა.