ალავერდის ეპარქიამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გამოწვევა მიიღო. შობის სადღესასწაულო მსახურების დაწყებამდე სასულიერო პირებსა და სტიქაროსნებს კოვიდ 19-ზე ტესტირება უტარდებათ. ტესტირების ჩატარება სურვილისამებრ, მრევლსაც შეუძლია.
კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ალავერდის მონასტერში დილიდან იმყოფებიან. ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი, რომელმაც ტესტირება ჩაიტარა, მონაზონი მარიამი იყო. მისი თქმით, ტესტირება აუცილებელია, რადგან საშიშნი არ გახდნენ ტაძარში მოსული მრევლისთის.
როგორც ალავერდელი მიტროპლიტი აცხადებს, ეპარქია მკაცრად იცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებსა და წესებს, ამიტომ მისი გადაწყვეტილებით, ეზოსა და ტაძარში, სადაც სადღესასწაულო მსახურება იქნება სპეციალური მონიშვმები გაკეთდება, რომელიც მრევლს დისტაციის აუცილებლობისკენ მიუთითებს. ასევე ჩატარდება თერმოსკრინინგი.
მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, წლევანდელი ალილოც პანდემიის ფონზე, შეცვლილი ფორმით ჩატარდება. საშობაო ალილოში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სასულიერო პირები და სტიქაროსნები, რომლებიც ოჯახებში მცირე დროით მივლენ და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ნობათს შეაგროვებენ.