საქართველოში კორონავირუსის 1800 ახალი შემთხვევიდან 119 აჭარაში დაფიქსირდა
6 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 3 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა 113 პაციენტი, საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 32 214 შეადგენს.
ამ ეტაპზე ბათუმის კოვიდ კლინიკენში 363 პაციენტი მკურნალობს, აქედან მართვით სუნთქვაზე 20 პირი იმყოფება. კოვიდ სასტუმროში კი 269 მოქალაქეა მოთავსებული