სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-ით გაიზარდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში დაფიქსირდა 735 შემთხვევა, აჭარაში – 119, იმერეთში – 331, ქვემო ქართლში – 128, შიდა ქართლში – 103, გურიაში – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 116, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში – 35, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები