რაჭა-ლეჩხუმში ხანძრების სამივე ლოკაციაზე ჯამში 90 მეხანძრე მუშაობს

ონსა და ცაგერში ხანძრის კერების ლოკალიზების სამუშაოები ადგილობრივმა მეხანძრეებმა დილიდანვე განაახლეს. როგორც „რეგიონულ კვირას“ ცაგერის საგანგებო სიტუაციების მართვის რეგიონულ სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის კერები თაბორსა და ჩქუმში კვლავ აქტიურია.

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბორსა და ჩქუმში ეკალ-ბარდებსა და შერეულ ტყეს ცეცხლი კვლავ უკიდია, ცაგერის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 მეხანძრე-მაშველი ცეცხლის ქრობის სამუშაოებს დილიდანვე შეუდგა. ვფიქრობთ, სოფელ ჩქუმში სტიქიის ლოკალიზებას დღის ბოლომდე მოვახერხებთ, რაც შეეხება თაბორს, შესაძლოა ვერტმფრენების ჩართვა გახდეს საჭირო“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცაგერის ცენტრის ხელმძღვანელმა გაგა ბერიძემ.

ონის მერიის პრესსამსახურის განმარტებით კი სოფელ წოლის მიმდებარედ ხანძარს 70 ადგილობრივი მეხანძრე ებრძვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები