რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის 17 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

6 იანვრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ ცაგერის, ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელებმა თეა გურგუჩიანმა, გიორგი ონიანმა და ნატო დვალმა განუცხადეს.

სპეციალისტების განმარტებით, 17 ახალი შემთხვევიდან 7 – ცაგერის, 10 კი ამბროლაურისა და ონის მკვიდრია.

6 იანვრისთვის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 80-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები