გოჩა ენუქიძე: საჭიროების შემთხვევაში, ცაგერსა და ონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდანვე ჩაერთვება სხვა დამატებითი ტექნიკაც

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ცაგერსა და ონის მუნიციპალიტეტებში ოთხ ლოკაციაზე არსებულ ხანძრის კერას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ებრძვიან. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “რეგიონული კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

„ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხანძარი მძვინვარებს. სოფელ ონჭევში, წოლის, ჩქუმისა და თაბორის ტყეში, ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ მცენარეულობას უკიდია.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივ მეხანძრე-მაშველთა რაზმები, თუმცა ძლიერი ქარი სიტუაციას ართულებს და ახალი კერების გავრცელებას უწყობს ხელს.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალი ონში -5, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში 15 ჰექტარზე მეტია.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინტენსიურ კომუნიკაციაში ვარ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძარი ძირითადად, მანქანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებშია გავრცელებული, ამიტომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
სიტუაცია სრულად დამოკიდებულია ამინდის სტაბილურობაზდ. დამატებით სირთულეს ქმნის სიბნელეც.
მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდანვე ჩაერთვება სხვა დამატებითი ტექნიკაც.
მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა თავიდან ავიცილოთ ხანძრის გავრცელებით გამოწვეული, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური ზიანი“,-ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები