ქუთაისში ავარიის შედეგად 18 წლის გოგონა დაიღუპა

ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე ავარიას 18 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი მანქანა დაეჯეხა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 18 წლის გოგო მართავდა, ის მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და სატვირთოს დაეჯახა, რომელიც ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები