რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა
5 იანვრის დილის მონაცემებით, დღე ღამის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 15 -ით გაიზარდა,- ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებმა ნატო დვალმა, ლამზირა ბენდელიანმა და თეა გურგუჩიანმა განუცხადეს. სპეციალისტების განმარტებით 15 ახალი შემთხვევიდან 5 ცაგერის, ათი კი ონისა და ამბროლაურის მცხოვრებია. ახალი შემთხვევები ძირითადად თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები არიან და დაავადების გადატანის საშიშროება მინიმალიზებულია. 5 იანვრის მდგომარეობით მხარეში თვითიზოლაციაში 65 ადამიანი იმყოფება.