ონში ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

სოფელ წოლაში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
ხანძარი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტოროაზე წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა და ადგილობრივი მეხანძრეების ოპერატიული მოქმედების შედეგად ამ წუთისთვის ლოკალიზებულია. ონის სოფლებში არსებული ძლიერი ქარის გამო, 5 იანვრის დილას, სოფელ წოლის მიმდებარედ გაჩნდა ახალი კერები. ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი პირველადი შეფასებით დაახლოებით 4 ჰექტარზე მეტია. მეხანძრე-მაშველებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ონის მუნიციპალიტეტის მერი და სხვა ხელმძღვანელი პირები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

„სიტუაცია ამ მომენტისთვის კონტროლს ექვემდებარება და დამატებითი ძალები ამ მომენტისთვის საჭირო არაა, შესაბამისი უწყებები კოორდინირებული მოქმედებით ყველაფერს აკეთებენ ცეცხლის ლოკალიზებისთვის“,-განაცხადეს ონის მუნიციპალიტეტის პრესცენტრში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები