აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი პირი. გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა 120 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რეგიონში დღემდე გამოჯანმრთელებულია – 32 081 პაციენტი.
ბათუმის კოვიდ კლინიკებში მკურნალობას გადის 366 პაციენტი, მათ შორის კრიტიკულად იმყოფება 22 პირი.
კოვიდ სასტუმროში – 248 მოქალაქეა.