ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ცეცხლს 45 მეხანძრე-მაშველი ებრძოდა.
მფლობელების თქმით, ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც მუშაობა დასრულებული ქონდათ, ამიტომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაიწვა ძვირადღირებული დანადგარები და მასალა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცხრა ჯგუფი იყო მობილიზებული.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველების დროული რეაგირების შედეგად საამქროს ნაწილში ცეცხლი არ გავრცელდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.