წალენჯიხაში ძლიერი ხანძარია – მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ობუჯში, ჯაღირას უბანში ძლიერი ხანძარია.

როგორც წალენჯიხის მერის მოადგილემ ცოტნე შონიამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს ტყის მასივს უკიდია, რომელიც 20 ჰექტარზეა მოდებული.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის ქრობას კი ძლიერი ქარი ართულებს.

ადგილობრივების ინფორმაცით, ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობას უკავშირდება.

ცნობისთვის, წალენჯიხაში დღეს კიდევ 4 ადგილას ოყო ხანძარი, რომლებიც უკვე ლიკვიდირებულია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოთხ ლოკაციაზე ასევე ხანძარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები