ორბელის უღელტეხილზე ტყე იწვის
ცაგერში, ორბელის უღელტეხილზე ტყე იწვის.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 1.5 ჰა-ზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები.
„ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელის უღელტეხილის ტერიტორიაზე, ეკალ-ბარდებს და შერეულ ტყეს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი ტყის ფართობის 1,5 ჰექტარზეა აგავრცელებული და ცაგერის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეთა ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას ამ წუთებში ცდილობენ“,- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელმა გაგა ბერიძემ.
მისივე განმარტებით, შეტყობინება ხანძრის შესახებ სახანძრო-სამაშველო სამსახურში 18:30 საათზე შევიდა.
გაგა ბერიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მეზობელი მუნიციპალიტეტების სამსახურების მობილიზებაც მოხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.