“თავისუფლების მარში” კახეთის მასშტაბით აქციებს მართავს

მოძრაობა “თავისუფლების მარში” კახეთში აქციებს მართავს. აქციის მონაწილეები საგარეჯოში შეიკრიბნენ, საიდანაც გურჯაანსა და ყვარელში გადაინაცვლეს.

მოძრაობის წევრების განცხადებით, მათი ძირითადი მოთხოვნა 8 მარტის შეთანხმების შესრულება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. “თავისუფლების მარშის” წევრებმა ტრანსფარანტებითა და შეძახილებით მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა გამართეს.

“ჩვენ დავიწყეთ კახეთით, მოვივლით დღეს რეგიონს. ვითხოვთ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. ისინი კი არ უშვებენ პოლიტპატიმრებს, მათ სიას უფრო ზრდიან. ამიტომ პროტესტი გრძელდება. აუცილებლად იქნება შედეგი- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – აცხადებენ მოძრაობის წევრები.

„თავისუფლების მარში“ დღის ბოლოს შემაჯამებელ აქციას თელავში გამართავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები