ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დროებით დაიკეტა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დროებით დაიკეტა. მიზეზი ძლიერი ქარია. დახურვის შესახებ ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ბაღის ადმინისტრაციაში, აცხადებენ, ძლიერი ქარის გამო, 4 და 5 იანვარს, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვიზიტორები ბაღში არ დაიშვებიან.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლების მიღებას 6 იანვრიდან განაახლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები