ზუგდიდის სამ სოფელში ხანძარს ებრძვიან

ხანძარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ჯუმში, ნარაზენსა და დავითიანში. ცეცხლი, ძირითადად, ბალახს, ეკალბარდს, სიმინდის ყანებსა და თხილნარს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება.

სამივე ადგილას მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე.

პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები