აბასთუმნის ობსერვატორია – ერთადერთი საქართველოში (ფოტორეპორტაჟი)
აბასთუმნის სავიზიტო ბარათი, ასტროფიზიკური ობსერვატორია არსებობის 89 წელს ითვლის. ამ ადგილიდან ციურ სხეულებს, მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს თითქმის ყოველ დღე აკვირდებიან.
ობსერვატორია 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, აბასთუმანში რუსეთის მაშინდელი იმპერატორის, ალექსანდრე III-ის ვაჟს გიორგის უცხოვრია. როგორც ამბობენ, მიზეზი ფილტვების დაავადება იყო.
ობსერვატორიას საგამომცემლო ბაზა აქვს, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი “ და „ობსერატორიის ბიულეტენი“.
ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული: აღმოჩენილია 2 კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, 6 ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და 8 ზეახალი ვარსკვლავი, 17 პლანეტური ნისლეული, 3 ვარსკვლავთგროვა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი (მათ შორის 2 ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი)
ობსერვატორია 2007 წლიდან ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიად.
არც თუ ისედიდი ხნის წინ საქართველოში არსებულ ერთადერთ ასტროფიზიკულ ობსერვატორიას რესტავრაცია ჩაუტარდა. ცნობისთვის, კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის მშენებლობაზე 4.5 მლნ ლარი დაიხარჯა. წლების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.