ონში საახალწლო საჩუქრების დარიგება გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღეების შემდეგაც საჩუქრების დარიგება გრძელდება. ამჯერად, ონის ორ სოფელში, სორსა და ღარში, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გიორგი მაქარაშვილმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სასაჩუქრე კალათები იმ ოჯახებს გადასცა, ვისაც ეს ძალიან ესაჭიროება. „საქველმოქმედო პროცესი კვლავ, მთელი იანვრის მანძილზე გაგრძელდება, შევეცდებით ყველა ის მოწყვლადი ჯგუფი მოვიცვათ, რომლებისთვისაც არსებითად მნიშვნელოვანია ხელშეწყობა და დახმარება“, – განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები