რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდ19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

4 იანვრის მდგომარეობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა. როგორც ცაგერის, ამბროლაურის, ონისა და ლენტეხის ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები თეა გურგუჩიანი, ლამზირა ბენდელიანი და ნატო დვალი აცხადებენ, დაინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება, თუმცა ეს გარკვეულწილად იმასთანააცაა დაკავშირებული, რომ ბოლო შემთხვევები თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს უკავშირდება და უქმე დღეებზე სწრაფი ტესტირებაც ცოტა ადამიანს ჩაუტარდა. 5 ახალი შემთხვევიდან 1 – ცაგერის, ხოლო 4 – ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

მათივე თქმით, მკვეთრად შემცირდა მხარეში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობაც – ამ მომენტისთვის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 50 ადამიანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები