სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 4 000-მდე გაიზარდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 000-ს მიაღწია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარაში – 64, იმერეთში – 87, ქვემო ქართლში – 24, შიდა ქართლსი – 20, გურიაში – 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 64, კახეთში – 44, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ცნობისთვის, რეგიონში ჯამში გამოვლენილი შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია – 3 636, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები