ბათუმში პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ.ა.- ს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო”,-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით დანაშაული 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები