თელავში სამოქალაქო აქტივისტები კახეთის პოლიციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ
თელავში, სამოქალაქო აქტივისტებმა კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მოთხოვნები გააცნეს.
მხარეებს შორის შეხვედრა თელავის პოლიციის განყოფილებაში ერთ საათს მიმდინარეობდა.
როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, სამართალდამცველებთან შეთანხმება შედგა იმ პირობით, რომ უახლოეს პერიოდში გამოიძიებენ 1-ელ იანვარს მომხდარ ფაქტს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე კარავთან პოლიცია იმორიგევებს.
ამ დროისთვის თელავის პოლიციასთან სიმშვიდეა.
სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს თეატრის წინ კარავთან გააგრძელებენ.
ცნობისთვის, თითქმის ერთი თვეა სამოქალაქო აქტივისტები თელავში თეატრის წინ კარვებში იმყოფებიან. ისინი ამ ფორმით საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.