აჭარაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 124 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 31 869 მიაღწია.
,,ახალი შემთხვევა გვაქვს 37, რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, კლინიკიდან 13 პაციენტი გაეწერა, დილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 73 პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. სამწუხაროდ დაფიქსირდა ორი გარდაცვალება 60 და 69 წლის მამაკაცები გარდაიცვალნენ, აღენიშნებოდათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია. აღსანიშნავია ისიც რომ ავადმყოფების რაოდენობა შემცირებულია. თუ ადრე 200 პაციენტი მაინც იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლა მხოლოდ 37-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ კლება გვაქვს და ეს სასიამოვნო ფაქტია“,-განაცხადა ბათუმის ,,რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ
ბათუმის კოვიდ სასტუმროებში 266 პირი იმყოფება. კლინიკებში კი 361 პაციენტი მკურნალობს.