შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საოკუპაციო ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შიდა ქართლში მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდ დაეხმარნენ.
პოლიციელებმა საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით სხვადასხვა სახის პროდუქტი და ტკბილეულობა შეიძინეს და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების დიცის, არბოს, ქორდია, ნიქოზის, დვანის, ღოღეთის, კნოლევის, ატოცის, ხურვალეთის, მერეთის, ფლავისა და ქვეშიის მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სურსათი, ტკბილეული და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მინიჭებული მანდატის ფარგლებში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ მშვიდობიან ცხოვრებას და თავისუფლად გადაადგილებას, უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფენ, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული გზებსა და გადასასვლელებს აკონტროლებენ.