აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2 იანვრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 20 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში, რეგიონში განიკურნა და კლინიკა დატოვა 72-მა პაციენტმა. აჭარის კოვიდ-კლინიკებში 91 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი, 24 პირი იმყოფება.
აჭარის კოვიდ-სასტუმროებში 457 მოქალაქეა მოთავსებული. ონლაინ კლინიკაში კი – 942 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები