კაჭრეთში ავარიას ორი მეთერთმეტე კლასელი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში. მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მეთერთმეტეკლასელი გოგონა ადგილზე დაიღუპა,დაშავდა 25 წლამდე ბიჭი და კიდევ ერთი მეთერთმეტეკლასელი გოგონა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი უმძიმეს მდგომარეობაშია, გოგონა კი მძიმედაა. ახალგაზრდებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები