საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8016 ტესტი ჩატარდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 216 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 410-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 214 992-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 528 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა – 72, იმერეთი – 167, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 83, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 68, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 864, საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 236, აჭარაში – 397, იმერეთში – 931.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 921 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 91, იმერეთში – 232. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 322 პირი, მათგან თბილისში – 197, აჭარაში – 25, იმერეთში – 47. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 5 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 415 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 72, ხოლო იმერეთში – 68.

სულ 6 ოქტომბრიდან – 31 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 136 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 732 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 946 პირი, აჭარაში – 2 800, იმერეთში – 3 382.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები