ამბროლაურის მერმა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა და მერიის წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი ამბროლაურის მზრუნველობა მოკლებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრებით მიულოცეს. ბავშვებს სხვადასხვა სახის პროდუქტი და ტკბილეული მიუტანეს.

,,დიდი სიყვარულით ვულოცავ ყველა ბავშვს დამდეგ ახალ წელს. ბედნიერი მომავალი, მშვიდობიანი და წარმატებული ცხოვრება მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს”,- განაცხადა ამბროლაური მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები