რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მხარის მოსახლეობას ახალი 2021 წელი მიულოცა.

„გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას! მშვიდობის, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს დამდეგი 2021 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ, რომ მომავალი წელი ყოფილიყოს მშვიდობის, საქართველოს გამთლიანების და გაძლიერების წელიწადი!
გასული, 2020 წელი ნამდვილად იყო გამოწვევებით სავსე. გლობალურმა პანდემიამ ბევრი სირთულე შექნა, თუმცა მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა მასთან ეფექტურად გასამკლავებლად. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ღონისძიება გატარდა რეგიონში კოვიდის მართვის თვალსაზრისით, რათა მოქალაქეები მაქსიმალურად დაგვეცვა ვირუსისაგან. გამომდინარე იქიდან, რომ ეპიდვითარება კვლავ დაძაბულია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას პანდემიის პრევენციისა და მისი გავრცელებით დამდგარი უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად.
მრავალი გამოწვევის მიუხედავად, გასული 2020 წელი მნიშვნელოვანი იყო რეგიონისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის თვალსაზრისით. პანდემიის ფონზე უწყვეტ რეჟიმში წარიმართა სკოლების მშენებლობა, გარემონტდა არაერთი ბაღი, მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის. საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით რეაბილიტირდა საავტომობილო გზების პრობლემური მონაკვეთები, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი სხვადასხვა სოფელში, საფუძველი ჩაეყარა მასშტაბურ პროექტებს, რომელთა განხორციელება ამჟამად მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
აღსანიშნავია სახელმწიფოს მხადაჭერა 2020 წლის რთველის მიმდინარეობისას. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავათ, რეგიონში აღნიშნული პროცესი შეუფერხებლად წარიმართა. ყურძნის ჯიშებზე შენარჩუნდა გასული წლის ფასი და მევენახე ფერმერებმა სრულად შეძლეს მოსავლის დაბინავება.სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთიპრიორიტეტია და ამ დარგის ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება. მჯერა, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით შევძლებთ, რეგიონის მოსახლეობისათვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას. ახალ წელს ვიწყებთ ახალი გამოწვევებით და ვეცდებით კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი რეგიონი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2021 წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და მშვიდობას“,-ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები