ონში ნაძვის ხის კონკურსში გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ

ონის მუნიციპალიტეტში ერთი თვის მანძილზე ონლაინ რეჟიმში საუკეთესო ნაძვის ხის გამოვლენის კონკურსი მიმდინარეობდა. კონკურსი საახალწლოდ დასრულდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდა. ონის მერიაში  საახალწლო ნაძვის ხეების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები
ონის მუნიციპალიტეტის მერმა,  დავით ჩიკვაიძემ დააჯილდოვა და ახალი 2021 წლის დადგომა მიულოცა. ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეების ავტორებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

„გამარჯვებულებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ 2021 წელს, ეს იყო მართლაც საინტერესო კონკურსი და საახალწლოდ გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადაეცათ“,-განაცხადა ონის მერმა დავით ჩიკვაიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები