ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დედა-შვილი – 80 წლის ქალი და 50 წლის მამაკაცი, დაშავდა შვილიშვილი.
შუა ხნის კაცი ნანგრევებიდან გამოყვანის შემდეგ კლინიკა “ფერომედში გადაიყვანეს”, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება გადარჩენილს, ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. საავადმყოფოში გოგონას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მას კიდურების ამოუტაცია დასჭირდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერ-კრიმინალისტები მუშაობენ.