ახალციხეში პიროტექნიკით ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში, ცენტრალურ პარკში პიროტექნიკის გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა დაზიანება დღეს, რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
“ქალი და მამაკაცი სეირნობდნენ. ასაფეთქებელი გადააგდო და სასწრაფოშიც თავად დარეკა. შეეშინდათ და ამიტომ დარეკეს 112-ში. მალე მოვიდა დახმარების ჯგუფი და გადაიყვანეს”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
დაშავებული სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის მენეჯერის, რევაზ კუჭუხიძის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“შემოყვანილია ერთი დაშავებული. სრულწლოვანია და აღენიშნება ქვედა კიდურის დამწვრობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” რევაზ კუჭუხიძემ.