მანანა ნარიმანიძე: 2021 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტად წარმატებული იქნება

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე მოსახლეობას დამდეგ 2021 წელს ულოცავს.

ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ, რომ 2021 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული თითოეული თქვენთაგანის და მთლიანად საქართველოსათვის!

განსაკუთრებით მინდა დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩემს მოხევეებს, დუშელებს, მცხეთელებს, თიანელებს, ხევსურებს, ფშაველებს, მთიულებს, გუდამაყრელებს, ქსნელებს, ხეობელებს, სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას სრულიად მცხეთა მთიანეთში მცხოვრებ თითეულ ოჯახს.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა ჩვენს რეგიონში 2020 წელს განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამა. ავაშენეთ ბაღები და სკოლები,რეაბილიტირდა კულტურირული და საგანმანათლებლო დაწესებულებები, დაიგო გზები აშენდა ხიდები და ასე შემდეგ.

არანაკლებ აქტიური იქნება ამ კუთხით 2021 წელი. ვგეგმავთ არაერთი პროექტის განხორციელებას რაც დამატებითიო სამუშაო ადგილების გაჩენას და ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენას გულისხმობს.

2021 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტად წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანისთვის”, – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები