ალექსანდრე გოგინავასა და ლევან რატიანს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

ახალი COVID-19 –ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისას გაწეულიუანგარო სამსახურისათვის, ცნობილ ქართველ ექიმებს

ალექსანდრე გოგინავასა და ლევან რატიანს, ქალაქფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიასბრძანებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიომოქალაქის წოდება მიენიჭათ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკურიიმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ექიმინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა 1988 წელს ქალაქფოთში, ცნობილი ექიმის ოჯახში დაიბადა. ქალაქ ფოთისთეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლისდამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე.

მედიცინის დოქტორი, ანესთეზეოლოგრეანიმატოლოგი, თსსუის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისგენერალური დირექტორი ლევან რატიანი ქალაქ ფოთისნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 გიმნაზიისკურსდამთავრებულია. იგი 2008დან თსსუ ელექტრონულიპარამაგნიტური ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. სამედიცინო საქმიანობასთან ერთად ლევან რატიანიპედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა.

ჯილდოს მინიჭების ცერემონია ონლაინ რეჟიმშიგაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მერისმოადგილეები და საპატიო მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მადლობაგადაუხადა ექეიმებს ეპიდემიის ორივე ტალღის დროს, ჩვენი თანაქალაქელების მიმართ გაწეული თანადგომისადა ახალ ვირუსთან ბრძოლაში გამოჩენილიშემართებისათვის. ,,სწორედ ასეთი ნიჭიერი დაშრომისმოყვარე ადამიანების მხრებზე დგას ჩვენისახელმწიფო. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაუსაფრთხოება, ამ პანდემიური ვითარებისას არისსაიმედო ხელში. გვეამაყებით, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, 2021 წელს ამ ვერაგი ვირუსის დამარცხებასაღნიშნასაუბარში ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები