„მათი წყალობით ბავშვები გახარებულები არიან“ – მეხანძრე-მაშველები ქედაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახს დაეხმარნენ

საახალწლოდ მეხანძრე-მაშველებმა, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, საჩუქრები მიუტანეს. ლაჩხუთში, ჩხაიძეების ოჯახი 10 დეკემბერს ხანძრის შედეგად დაზარალდა. მათი საცხოვრებელი სახლი სტიქიამ მთლიანად გაანადგურა, დამწვრობა მიიღო ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ავთანდილ ჩხაიძემ, საბედნიეროდ ამ ხანძარს მსხვერპლი არ მოყოლია. თუმცა ოთხწევრიანი ოჯახი, იძულებული გახდა, დროებით ქედაში გადაცხოვრებულიყო.
“მე თვითონ ვარ ქედიდან, დაოჯახებული – ლანჩხუთში, მოულოდნელი რამ მოხდა, სახლი დაგვეწვა, მთლიანად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. შვილების გადარჩენა მეხანძრე-მაშველების წყალობით შევძელი. მადლობა უფალს, რომ გადავრჩით. წასასვლელი არსად გვქონდა, იძულებული გავხდით დედასთან ქედაში გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. ორსულად ვარ და განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მით უმეტეს ამ ვირუსის პერიოდში. ქედაში, სადაც ამჟამად ვიმყოფები მეზობელი მუშაობს სახანძრო-სამაშველოში. რომ გაიგო ჩვენი მდგომარეობის შესახებ გულთან მიიტანა და თანამშრომლებს გაუზიარა. გუშინ მოულოდნელად დაგვადგნენ თავს გაახარეს ჩემი პატარები. საახალწლო განწყობა არ გვქონდა, თუმცა მათი წყალობით ბავშვები გახარებულები არიან. მოგვიტანეს სურსათ-სანოვაგე, სათამაშოები, ტკბილეული. დიდი მადლობელი ვარ მათი”,- ამბობს დარინა დუმბაძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები