სურსათის ეროვნული სააგენტო უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“საქართველოში 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გამოცხადებულია უქმე დღეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მომსახურებას გაუწევს მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე”, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„კერძოდ, ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა; ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა; სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას.
სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოების შენობების შესასვლელთან თვალსაჩინო ადგილას განთავსდება შემდეგი ინფორმაცია:
მომსახურებების ჩამონათვალი, რომელსაც სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ უქმე დღეებში;
სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ნომერი, რომელზეც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, დარეკოს ან გამოაგზავნოს შესაბამისი დოკუმენტაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები