ბოლო 24 საათის განმავლობაში კახეთში კოვიდ 19-ის 105 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 527 შემთხვევიდან 105 კახეთში დადასტურდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 710 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 239, ქვემო ქართლი – 63, შიდა ქართლი – 130, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი – 105, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19- ის დიაგნოზით 24 მოქალაქე გარდაიცვალა.