ონში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

ონის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-ს ინიციატივით საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების სასაჩუქრე კალათები დაურიგდათ. საახალწლო აქციაში რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, მოადგილესთან, გიორგი გონაძესა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩაერთო და სასაჩუქრე კალათები მოქალაქეებს მერიის მიერ შეძენილ საახალწლო ტკბილეულთან ერთად გადასცა.

როგორც მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა განაცხადა, დარიგების პროცესი გრძელდება.

“მადლობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარტსა და „სოკარ ენერჟი ჯორჯიას“ ამ სიკეთის წამოწყებისთვის ონის მუნიციპალიტეტში,აქციას ერთობლივად გავაგრძელებთ და გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა სოფლებსაც საჩუქრებით ვეწვევით“,-განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები