ჭიათურის მერმა მოსახლეობას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ 2020 წლის ანგარიში სამაუწყებლო კომპანია “იმერვიზიის” ეთერით წარადგინა.
გივი მოდებაძემ მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე ისუბრა.
მოსახლეობას პირდაპირი ეთერის ნახვის შესაძლებლობა ტელეეთერით და ფეისბუქგვერდების საშუალებით ჰქონდა.
პირდაპირი ეთერის პირველი ნაწილი ანგარიშის წარდგენას დაეთმო, მეორე ნაწილში კი მერმა მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.