რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების მაჩვენებელმა იკლო
31 დეკემბრის მდგომარეობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. როგორც მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრების ხელმძღვანელები – თეა გურგუჩიანი, გიორგი ონიანი და ნატო დვალი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ, ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, რადგან ბოლო კვირებში ახალი შემთხვევები თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს უკავშირდეოდა.
როგორც ცენტრების ხელმძღვანელები აცხადებენ, სამი დღეა ცაგერსა და ლენტეხში, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 9 დაინფიცირებული ონისა და ამბროლაურის მცხოვრებლები არიან და ისინი ძირითადად თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო-სვანეთში ამ მომენტისთვის თვითიზოლაციის წესებს 100-მდე ადამიანი გადის.