აჭარაში კოვიდინფიცირების 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, რეგიონში გამოჯანმრთელდა 220 პირი. აჭარის კოვიდკლინიკებში კი მკურნალობს 451 პაციენტი, მათ შორის 98 მძიმე პაციენტია.
ამ დროისათვის კოვიდ სასტუმროში 300-ზე მეტი პირია მოთავსებული.
რეგიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს კლება პისიარ ტესტების ჩატარებამ და პრევენციული ზომების მიღებამ გამოიწვია. სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილებისგან და სადღესასწაულო შეკრებებისგან.