ქვემო ქართლში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 63 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 710 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 239, ქვემო ქართლი – 63, შიდა ქართლი – 130, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი – 105, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.