თელავის მერიამ შეჭირვებულ ოჯახებს 1 800 სასურსათო კალათი გადასცა

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ შეჭირვებული მოსახლეობისათვის სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო.

1800 სასურსათო კალათი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის და საჭიროების მქონე ოჯახებზე გადანაწილდება.

ცნობისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტი 3 ათასზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს გაზაფხულზეც გადასცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები