ბათუმში ,,საქართველოს რკინიგზის“ შენობაში შეჭრილებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა

ბათუმში 20 ოჯახი ,,საქართველოს რკინიგზის შენობაში შეიჭრა. მათი თქმით, პანდემიის გამო საცხოვრებელი ფართის ქირას ვერ იხდიან და იძულებულები არიან ღამე რკინიგზის შენობაში გაათენონ. შეჭრილები დახმარებას აჭარის მთავრობას სთხოვენ.
ადგილზე იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, მოქალაქეებს არ აქვთ ტერიტორიაზე შეჭრის უფლება.
,,ეს არის სახელმწიფოს კუთვნილი შენობა და აქ შეჭრის უფლება არავის აქვს. ფართი უნდა გათავისუფლდეს და ჩვენ მათ ინდივიდუალურად შევხვდებით. არცერთი მათგანი არ დარჩება სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამების მიღმა“,-განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები